გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აძლიერებს

17-11-2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.


განახლებული მემორანდუმი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას გულისხმობს. ასევე, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისის“ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავდაცვის ძალებში დაგეგმილ სხვადასხვა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩაერთონ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,აისთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გააფორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031