17-11-2021
უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
ის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, განხორციელდა საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.
მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.