გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიციის შესახებ: ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და გამორჩეულია სამეზობლოში

17-11-2021

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით - 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია სამეზობლოში - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას. მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას.


„პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორად მიდის და მომავალშიც ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930