გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

18-11-2021

საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. აქტივობები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.


შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.


საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 53-მა მოქალაქემ გაიკეთა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31