18-11-2021
სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი პატიმარი, თუ ობიექტურად დადასტურდება, რომ სამედიცინო თვალსაზრისით იმ პირობებში მისი საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, აქვე დაგიდასტურებთ, რომ იქნება გადასაყვანი, თუ ეს ობიექტურად ასე დადასტურდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ არის და დადასტურდება, რომ ეს არის ახირება, მაშინ ბუნებრივია არ გადაიყვანენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, პასუხები არ არის მთავარ კითხვებზე, რა სამედიცინო საჭიროება იდგა, რაზეც ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა შიმშილობის პროტოკოლის მართვაში.
„პასუხები ვერ მივიღეთ მთავარ კითხვებზე - რა სამედიცინო საჭიროება იდგა, რაზეც ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა შიმშილობის პროტოკოლის მართვაში. მიუხედავად ამისა, ადეკვატურები რომ ვიყოთ, გვჭირდება ჩვენ ასევე სხვა მედიკოსების შესაბამისი ანალიზი. იმ პირობებში, თუ სამედიცინო თვალსაზრისით მისი საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში მეც აქვე დაგიდასტურებთ, რომ იქნება გადასაყვანი, თუ ეს ობიექტურად ასე დადასტურდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ არის და დადასტურდება, რომ ეს არის ახირება, მაშინ, ბუნებრივია არ გადაიყვანენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.