გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სასურსათო კალათა და ჰიგიენის საშუალებები გადაეცათ

18-11-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საქართველოს „წითელი ჯვრის" საზოგადოების ლანჩხუთის ფილიალის თავმჯდომარემ ლანჩხუთში, ნატო ჟორდანიამ ლესაში სტიქიით დაზარალებულ ორ ოჯახს სასურსათო კალათა და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.


ადგილობრივი ხელისუფლებისა და "წითელი ჯვრის" ერთობლივი საჩუქარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ 100 ოჯახს გადაეცემა.
ბენეფიციარებმა სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადეს დახმარებისა და თანადგომისთვის.


შეგახსენებთ, რომ "წითელი ჯვარი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არაერთ მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31