გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

20-11-2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონისა და მისიის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

მთავარი ყურადღება გამახვილდა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები საშუალოვადიან პერიოდში, სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა შორისაა: სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და სხვა.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მისია 6 დეკემბრამდე იმუშავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31