გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ყველა სქემა ვიცი, მათ შორის ამ საცოდავების ინფორმატორები, რაღა დაგიმალოთ და მათ ბუნაგშიც მყავს სანდო სანაცნობო!“ - დიმიტრი სამხარაძე მედიაში გავრცელებულ სიუჟეტზე

22-11-2021

„ეს პოსტი არჩევნების წინა ღამეს, 29 ოქტომბერს, დავწერე და აქამდე ყველა პუნქტი შევასრულე. ახლა მომავალზე ვისაუბროთ. ბევრი თქვენგანი მეუბნება, რომ ტვ-ბოსელში პასუხის გაცემის ღირსები არ არიან და გეთანხმებით კიდევაც, მაგრამ დიდ დროს დავუთმობ და არაფერს გავუტარებ! არ ვუპასუხებ და ფეხებზე დავიკიდებ ყველა იმ ფეიკნიუსს, რომელსაც ჩემზე და ჩემიანებზე შეთხზავენ, მაგრამ აყროლებული წარსულის მქონე ჟურნალისტიკას ამოფარებულ „ნაცებს“ ყველაფერზე პასუხს გავცემ მათივე მეთოდებით, ერთი ერთში!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმად დიმიტრი სამხარაძისა და მისი თანამშრომლების შიდა მიმოწერა გაასაჯაროვეს.


როგორც სამხარაძე წერს, აღნიშნულ სიუჟეტზე მისი ავტორები პასუხის გაცემის ღირსბი არ არიან და ის ფეიკნიუსებზე რეაგირებას არ აპირებს.


„პანიკურ შეტევებში ჩავარდნილმა ნოდარ მელაძემ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა, არ დაიცვა მისი წყარო და მომავალი გაუფუჭა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ისეთ მოღალატედ გამოიყვანეს, არავინ მას აღარ ენდობა! გასაგებია, მას ჩემი ღალატი დაავალეს, მაგრამ ჩემთან ერთად უღალატა 50 ადამიანს, რომლებიც მუდამ გვერდით ედგნენ! თან ყველაზე ამაზრზენი, სიუჟეტში სახეც დაუფიქსირეს და ყველას აჩვენებს, ვითომ შემოფეთებული ტვ პირველის კამერით! ნოდარიკო მოვა დრო, მიხვდება როგორ გაწირეთ, ალაპარაკდება ეს საცოდავი ბიჭი და მერე არ დაიწყოთ ზეწოლებიო და სიზმრებიო!


რაც შეეხება ჩატს და მასთან დაკავშირებულ სისულელეებს! ათასობით ჩატები და ჯგუფები აქვთ შექმნილი „ნაცებს“ და რა საზიზღრობებს წერენ ყველამ იცის. სხვათა შორის მათ ჩატებში ჩემიანებიც მყავს ჩასმული და თვითონ უბადრუკებმაც იციან, რომ შავნოდარას და სქელ ინგასაც არ აკლებენ ლანძღა/გინებებს. მთელი ეს ამბავი ემსახურებოდა შავნოდარას ნამდვილი აგენტის დაშიფვრას. პარტიის მოხსენებით ბარათებზე სულელური სიუჟეტი თუ გახსოვთ, ის სიუჟეტი ნოდარიკომ, მისი აგენტის დაუკითხავად ისე დაამონტაჟა, რომ ყველასთვის ადვილად მისახვედრი გახადა დოკუმენტების მიმწოდებელი.
ამის შემდეგ დაგეგმეს ოპერაცია, დაეშიფრათ რეალური აგენტი და გამოიყენეს ის საწყალი ბიჭი (მით უმეტეს რა საზიზღრობაა, როდესაც ეს ბიჭი შენი შვილის ძმაკაცია). ამათ ეგონათ, რომ ხალხი დაიჯერებდა, თითქოს მხოლოდ გ. ხ. არის ნოდარიკოს შპიონი. ყველა სქემა ვიცი, მათ შორის ამ საცოდავების ინფორმატორები, რაღა დაგიმალოთ და მათ ბუნაგშიც მყავს სანდო სანაცნობო! ასეთი მხილებები ბევრი იქნება, სამართლებრივიც და უბრალოდ სასაცილოც!
ხოო, მავიწყდებოდა, ჩემი რჩევაა, ისეთ ხალხს მაინც ნუ შემოაგორებთ, მათი ნათქვამი თქვენზე მეტად რომ მკიდია, პასუხის გაცემას მაინც არ ვაპირებ.


მაგალითად, ის ერთი საცოდავი ქალი, შიგნითაც მატყუარას რომ ეძახიან და რომ დაგეგმეთ, ტყუილს ვათქმევინებთ სამხარაძეზე და მერე გავაშუქებთ, სამხარაძე თუ იჩივლებს, იმ სიაფანტს მოუწევს პასუხის გაცემაო, მე არა, ხალხი გიჩივლებთ, როდესაც თქვენ გამხელთ ჩადენილ სიბინძურეებსა და დანაშაულებში! როგორ ფიქრობთ, ვინმეს სიამოვნებს და პასუხს არ მოგთხოვთ, მათ პირად ნომრებს და ინფორმაციებს დაუფარავად რომ აფრიალებთ?? არა მგონია. ADIOS!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930