22-11-2021
განათლების კოალიციამ, განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების ფონდის(UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის“ განხორციელება დაიწყო.
განათლების კოალიციამ, განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების ფონდის(UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის“ განხორციელება დაიწყო.პროექტის მიზიაგანათლების რეფორმის პროცესის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება დაამ გზით, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მოსწავლეთა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.„ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაღრმავებას და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის“ - განაცხადა სალომე ოდიშარიამ, „მმართველობის რეფორმების ფონდის“ პროექტის მენეჯერმა. „განათლების სისტემის კვლევებში, შეფასებებსა და სტრატეგიულ დოკუმენტებში არაერთგზის არის აღნიშნული, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქციური განვითარება და სკოლის მხარდამჭერი როლის გაძლიერება“ - განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.პროექტი ორ ძირითად მიმართულებასმოიცავს:• რესურს-ცენტრების საჭიროებების კვლევა მათი ორგანიზაციული განვითარებისათვის;• საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერისათვის.მომზადდა შესაბამისი გზამკვლევი სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. ამავდროულად, ჩატარდება შესაბამისი სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები რესურს-ცენტრებისა და სკოლის დირექტორთათვის. აღნიშნულის ამ მიმართულებით ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას.პროექტის ფარგლებში ჩატარდება რესურს-ცენტრების საჭიროებების ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგანმანათლებლო საზოგადოებას მიმდინარე ცვლილებების კონტექსტში რესურს-ცენტრების როლის გადააზრებასა და მათი განვითარებისათვის კონკრეტული ცვლილებების დაგეგმვაში.