გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

23-11-2021

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.


პლენარულ სესიას, გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დავით სერგეენკომ, რომელმაც ასამბლეისა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.


პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება", „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საპარლამენტო საქმიანობისა და საკანონმდებლო პროცესისა გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის"; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები".


სხდომის ფარგლებში ასევე, გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30