გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა

6-06-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 5თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1, 608, 124 მგზავრი. რაც32% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს(1,220, 595 მგზავრი).


მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
2018 წლის 5 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544მგზავრს მოემსახურა, რაც 32 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი )


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეშიმგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა.


რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმაისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113რეისი შესრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031