გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლის რეგიონში სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია გრძელდება

24-11-2021

სოფელ რენეს, ხელთუბნისა და ახალსოფლის ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. სამივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერა.


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში შენობის ორივე სართულის განახლება უკვე დასრულდა, გადაიხურა სახურავი, ამჟამად მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები. სოფელში 30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებს მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ბაღი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვალა კომუნიკაციები. იგეგმება ეზოს მოწყობა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის საბავშვო ბაღში კი უკვე მოწყობილია კარ-ფანჯრები, გადახურვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა მოსაპირკეთებელი, ეზოს შემოღობვისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე მოწყობილობით. სამივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930