6-06-2018
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის საიუბილეოთარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა: “ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე“.
ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულს კორნელის ხაისბერტუს დე იახერს და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ადრიაან პალმმა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ნიდერლანდების სამეფოში „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა საზეიმო მიღება.