გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს მართავს

6-06-2018

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

ქართველი პარლამენტარები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, კრის რობინსონს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ჭრილში. ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კრის რობინსონი დაინტერესდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და მის როლს ამ პროცესში.

შეხვედრაზე მასპინძელმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს გვერდით დგომა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან გამოხატა მზაობა რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის კომიტეტთან მიმართებით.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031