25-11-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერითთბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება.
მულტისენსორული სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემWorld Vision საქართველოს დირექტორ ეკატერინე გურგენაძესთან ერთადგახსნა.
სენსორული ოთახის მოწყობასთან ერთად World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადების პროექტიც განხორციელდა, რომელიც მე-200 სკოლის 20 მასწავლებლისთვის 40-საათიანი სასწავლო კურსის ჩატარებას მოიცავდა. კურსი – „სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში“ – გულისხმობდა მასწავლებელთა გადამზადებას, მულტისენსორულ ოთახში არსებული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე დგებუაძემ გადამზადებულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, მათ კურსის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა World Vision საქართველოს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებით კი, ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით,უკანასკნელ წლებში არსებული პარტნიორობის ფარგლებშიმრავალიწარმატებულიპროგრამა განხორციელდა და მომავალშისამინისტრო World Vision საქართველოსთან ერთად კიდევარაერთ მნიშვნელოვანპროექტსგეგმავს.
ეკატერინე დგებუაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობის კუთხითსკოლებში კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემოსა და მაღალკვალიფიციური კადრების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, სენსორული ოთახისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა ემსახურება უმნიშვნელოვანეს მიზანს – მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და WorldVision საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოწყობილიმულტისენსორული ოთახი წარმოადგენს მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიულ სივრცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ოთახში განთავსებული რესურსები მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს, შეხების, დანახვის, გემოს შეგრძნებისა თუ სხვა სენსორული სტიმულების მეშვეობითდაეუფლონ სხვადასხვა უნარებს, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ ყურადღების კონცენტრაცია. ამასთან, მოზარდებს მიეცემა საშუალება მარტივად ისწავლონ მიზეზშედეგობრივი კავშირები, რათა შეძლონ დასწავლილი ქმედებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.