გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: პროგრამის არსი არ არის იმ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, რომელსაც დღეს სოციალურ დახმარებებში ვხარჯავთ, არამედ, მათი უფრო სწორად და შესაბამისად გამოყენებით, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულებები

25-11-2021

„სოციალური დახმარების მიმღები ხუთასი ათასი პირიდან, 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია; მინიმუმ, 200 ათას ადამიანს შესწევს უნარი ესა თუ ის სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ამას სჭირდება სწორი ორგანიზება და, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - შემუშავებული და შექმნილია ელექტრონულ მონაცემთა ბაზები”, -განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 200 ათასი ადამიანის საზოგადოებრივ შრომაში ჩართვა აბსოლუტურად რეალურია და ამის მაგალითები არსებობს; გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში და ა.შ., ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით. „ევროკავშირს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მაღალი სტანდარტი გააჩნია. ჩვენც გვინდა, რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავიდეთ. 200 ათასი ადამიანი ძალიან დიდი სამუშაო ძალაა, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ღირებულებას; ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უმჯობესდებოდეს და არა უარესდებოდეს. ამიტომ, პროგრამის არსი არ არის იმ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, რომელსაც დღეს სოციალურ დახმარებებში ვხარჯავთ, არამედ მათი უფრო სწორად და შესაბამისად გამოყენებით, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულებები”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031