გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურში სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

6-06-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის მერქანით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა, თუმცა ხაშურის პოლიციის დახმარებით მოხდა ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება.


უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930