გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოჰანა ნელესი ნიკო თათულაშვილს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

25-11-2021

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის აღმასრულებელი მდივანი იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს 8-12 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.


ოფიციალურ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიიღო, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ნაყოფიერად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს მათ სამომავლო საქმიანობას.


„GREVIO-ს სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენ და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს უმაღლეს დონეზე თანამშრომლობისთვის საქართველოში GREVIO-ს ვიზიტისთვის მომზადებასა და განხორციელებაში.


მთავრობის სხვადასხვა წევრთან თქვენს მიერ მომზადებული შეხვედრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, ხოლო ვიზიტის ფარგლებში მოპოვებული მასალა დიდ დახმარებას გაუწევს მომხმარებლებს თავიანთ საქმიანობაში. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებოდნენ ხსენებულ შეხვედრებს და გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას GREVIO-ს ანგარიშის მომზადების ფარგლებში", - აღნიშნულია იოჰანა ნელესის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930