6-06-2018
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა.
განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
„როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაციაც. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“-განაცხადა მეზვრიშვილმა.