1-12-2021
დღეს, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ოთხ კანდიდატს დაუჭირა მხარი. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელისუფლების მიტაცებას - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტრო და ყველა სხვა უწყება. ეს უწყებები, გაუთვითცნობიერებლად დგანან არა სახელმწიფოს, არამედ ბოროტების, ანუ „ქართული ოცნების“ სამსახურში.
რატომ?! - მათ გააყალბეს საარჩევნო დემოკრატიული პროცესიც და არჩევნებიც, როგორც 2020, ისე 2021 წელს, არ ეკუთვნით ხელისუფლება და არ აქვთ უფლება, მოიმსახურონ სახელწმიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი გრძელდება სასამართლოების დაქვემდებარებით.
დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ ნებისმიერი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მომავალ ხელისუფლებას მოუწევს მართლმსაჯულების რეფორმის მყისიერად, ერთ-ორ თვეში გატარებაც და დასრულებაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან, როგორც თავად „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები" - აცხადებს ოქრიაშვილი.