გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული კომპანიები საერთაშორისო მეცხოველეობის გამოფენაზე VIV MEA 2021 წარდგნენ

1-12-2021

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, პირველად სამი ცხოველთა კომბინირებული საკვების ქართული კომპანია - "ინვენტ ჯგუფი", "ნუტრიმაქსი" და "ბიოტექსი" საერთაშორისო ბაზარზე წარდგა.


საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021 აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, სადაც 40 ქვეყნიდან 500-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.


შედეგად, გაიმართა არაერთი ღონისძიება და B2B შეხვედრა, სადაც ქართულ კომპანიებს ბიზნეს ურთიერთობების დამყარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.


ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივად წარმოებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კომბინირებული საკვებით იყო წარმოდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31