გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

2-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამით ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა.

აჭარის მთავრობამ გულის ტრანპლანტაციის დაფინანსება წელს პირველად დაიწყო.


როლანდ ნოღაიდელი, პირველია ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.


პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინასებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა ორმა პაციენტმა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.


აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა.

აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთან აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30