გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა - ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ბოტოქსებში, ეპილაციაში და გასახდომ პროცედურებში

3-12-2021

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა - ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ბოტოქსებში, ეპილაციაში და გასახდომ პროცედურებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, კორუფციის საქმეს, სადაც საუბარია ბიუჯეტიდან დახარჯულ 9 მილიონზე, "პიჯაკების საქმეს" უწოდებენ, რაც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას გადასახადების გადამხდელთა მიმართ.


"ეს არის საქმე, რომელიც ადასტურებს ელიტური კორუფიციის არსებობას, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა, რომლითაც იღებდა პირად სარგებელს. ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ბოტოქსებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის ხარჯი გაწერილი აქვს გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში - ზალდასტანიშვილის აკადემიაში და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოსდა, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი. ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა "ნაციონალური მოძრაობა": გიგი უგულავას შემთხვევაში 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში - 5 მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო, როცა თითქოსდა წვრთნები ჩაატარა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე იყო გაწერილი,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930