გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიის საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პროვოკაციულ ქმედებებს ეხმიანება

3-12-2021

„მოვუწოდებთ იტალიის ყველა ინსტიტუციას - ეროვნულს, რეგიონულს და ადგილობრივს, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციებთან და თავი აარიდონ თვითმარქვია წარმომადგენლებთან კონტაქტს, რაც მხოლოდ გაუგებრობას იწვევს. კონფლიქტი საქართველოში კვლავ იწვევს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლს და ტანჯვას და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით" - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანლიო დი სტეფანომ თავის ქართველ კოლეგასთან, ხათუნა თოთლაძესთან დღეს რომში გამართული შეხვედრისას.


დი სტეფანოს განცხადებით, იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.


შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძემ და მანლიო დი სტეფანომ განიხილეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი; პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის თემები; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ კავშირებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საერთო პროექტებზე.


შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტუალური ასპექტები.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპაციის თემაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.


„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებზე და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მრავალმხრივ ფორმატში და ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით დაგეგმილ აქტივობებზე" - აღნიშნა დი სტეფანომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930