გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

6-12-2021

პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.


პროექტი ესტონურმა კომპანიამ „თიმბერბეთერი”, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური და საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Geo ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელა.


პროექტის ფარგლებში, სატესტო სამუშაოები საქმიან ეზოებსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.


„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის შეგროვება და მათი ერთიან სისტემაში თავმოყრა. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღიაობისთვის და ესტონური ტექნოლოგიების არჩევისთვის საქართველოს ტყეების განვითარებაში. იმედს გამოვთქვამ, ასეთი წარმატებული დასაწყისით გავაგრძელებთ მომავალ თანამშრომლობას“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა.


შეხვედრას ესტონეთის საელჩოს, კომპანიის „თიმბერბეთერი”,ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930