გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი პატრიოტი, მეცენატი და ქველმოქმედია

7-12-2021

„ასობით ათასობით დედები, შვილები და მეუღლეები იძულებით გაუშვა საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში ბელადმა - რათა ქმრების, შვილების და მშობლების ციხეებიდან გამოსაშვებად თანხა შეეგროვებინათ, საქართველოში ამ მიზნით გაყიდული სახლებისა და ბიზნესების სანაცვლოდ. ეს აბზაცი აუცილებლად არის შესატანი ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილისადმი მიძღვნილ თავში. ოღონდ ერთი რიტორიკული კითხვით ბოლოში - ეს ასობით მილიონი ლარი რა იქნა?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოში ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.


„ასობით ათასობით დედები, შვილები და მეუღლეები იძულებით გაუშვა საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში ბელადმა - რათა ქმრების, შვილების და მშობლების ციხეებიდან გამოსაშვებად თანხა შეეგროვებინათ, საქართველოში ამ მიზნით გაყიდული სახლებისა და ბიზნესების სანაცვლოდ. ეს აბზაცი აუცილებლად არის შესატანი ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილისადმი მიძღვნილ თავში. ოღონდ ერთი რიტორიკული კითხვით ბოლოში - ეს ასობით მილიონი ლარი რა იქნა? სათითაოდ დასათვლელია ყველა ის სტრიპტიზის ოსტატი, საერთაშორისო სუტენიორი, „დაქვეითებული სოციალური თვითშეფასების“ მქონე ქალბატონი და კბენითი მასაჟის სპეციალისტი - რომლებიც გაუბედურებული ემიგრანტების მიერ სიმწრით შეკოწიწებული თანხებით, ბელადს თავგანწირვით, „სახელმწიფოს მშენებლობაში“ ეხმარებოდნენ. ეს აბზაციც დასამატებელია ისტორიის წიგნში.


სათითაოდ ჩამოსათვლელია ის მუქთახორა კრიმინალი, სადისტი, მეძავე, კორუფციონერი, ოჯახის წევრი - რომლებმაც ბელადთან ერთად იმ დაწყევლილ კოჰაბიტაციურ 2013 წელს უბრალოდ აიწყვიტეს საგულაოდ სახელმწიფოს ხარჯზე და ნახევარი მსოფლიო მოიარეს. იცოდნენ რა, რომ ასეთი შანსი მათ აღარ მიეცემოდათ. ესეც - კიდევ ერთი აბზაცი. და ნუ იქნება ამ უამრავ სხვა აბზაცის საპირწონედ და გადასაფარად რაიმე გრანდიოზული ტექსტი. ფოტოსურათიც ნუ იქნება. იყოს ერთადერთი წინადადება - ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი პატრიოტი, მეცენატი და ქველმოქმედი. გულზე გასკდებიან? რა გაეწყობა - ლომჯარიას კონსილიუმს მიაკითხონ ან „ემპათიის“ ცენტრს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930