7-06-2018
„რომ გვეგონა რომ სააკაშვილი აბსურდული განცხადებებით ვერ გაგვაკვირვებდა, რაც მას სჩვევია, აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ გააკვირვა საზოგადოება, იმდენად ანტისემიტური და რასისტული რიტორიკის განცხადება იქნა მის მიერ გაჟღერებული, რაც ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს, მითუმეტეს პარლამენტის წევრის მიმართ, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ის 26 საუკუნოვანი მეგობრობა და ურთიერთობა რაც ქართველ და ებრაელ ხალხს აკავშირებს ერთმანეთთან და რომელიც შესაძლოა იუნესკომ, როგორც ორ ერს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ურთიერთობად აღიაროს - სწორედ, ამ ძალიან მაღალ ღირებულებებს შეეხო საქართველოს ექსპრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად დასაგმობი და მიუღებელია. „მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ავლენს თავისთავს როგორც აბსოლუტურად ნეგატიურ და პოლიტიკურად დეგრადირებულ ფიგურას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.