გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

10-12-2021

მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების სიხშირეს გაზრდის. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარულ ფრენა შესრულდება. ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Flydubai-ს აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისების შესრულების ნებართვა 9 დეკემბერს მიენიჭა.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930