გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

10-12-2021

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი", ,,წითელი ხიდი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ქუვეითის, ბელარუსის, ირანის ისლამური სახელმწიფოს, საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 328 843 აშშ დოლარი, 475 ბელარუსული რუბლი, 22 500 ყაზახური ტენგე და 3 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.


არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 857 550,09 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 115 755,006 ლარი შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031