გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კავთისხევში უფასო აქცია ჩატარდა

10-12-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ამბულატორიაში, შპს „მედაალფა“-ს კასპის სამედიცინო ცენტრმა უფასო აქცია ჩაატარა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ქონდა ადგილზე მიეღო ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ტრამვატოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის და ქირურგის მომსახურება.


აქციით ისარგებლა კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების კავთისხევის, თვალადის, ეზატის, ქვემო ჩოჩეთის, გუდალეთის, ქვემო ხანდაკის,მირიანის და კარიერის დასახლების მაცხოვრებლებმა.


კონსულტაციების და შესაბამისი დანიშნულების მიღების შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31