13-12-2021
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ირკვევა ფსიქიურ პრობლემებს საქართველოში ჩამოსვლამდეც უჩიოდა, რის გამოც მას უცხოეთში ექიმებმა პრეპარატი ქსანაქსი დაუნიშნეს.
ის, რომ აღნიშნული პრეპარატი მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოელი ექიმების მიერ დიდი ხნის წინ იყო დანიშნული, ფსიქიატრმა მარინე კურატაშვილმა დაადასტურა, რომელმაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
რა ჩვენებების შემთხვევაში ინიშნება ქსანაქსი პაციენტია მიმართ? პორტალ vidal.ge - ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეს ჩვენებებია:
- განგაშის მდგომარეობა და ნევროზი, რომელსაც თან ახლავს შიშის შეგრძნება, მოუსვენრობა, დაძაბულობა, ძილის გაუარესება, გაღიზიანებადობა. ასევე სომატური დარღვევები (იხ.განმარტება)
- განგაშისა და დეპრესიის შერეული მდგომარეობა;
- ნევროზული რეაქტიულ-დეპრესიული მდგომარეობა, რომლის თანხმლებია ხასიათის შეცვლა, გარე სამყაროს მიმართ ინდიფერენტულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, სომატური დარღვევები;
- განგაშის მდგომარეობა, ისევე როდესაც დეპრესია ვითარდება სომატური დაავადებების ფონზე.
სომატური დარღვევები:
სომატური სიმპტომის და მასთან დაკავშირებული ხუთი ძირითადი აშლილობა:
სომატური სიმპტომის აშლილობა, ავადმყოფობის შფოთვის აშლილობა, სამედიცინო მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედება, კონვერსიული აშლილობა და მოჩვენებითი ანუ გათამაშებული აშლილობა.
თითოეულ შემთხვევაში ინდივიდები პათოლოგიურად შფოთავენ და დარდობენ საკუთარი სხეულების ფუნქციონირების გამო. ავადმყოფობის შფოთვის აშლილობა და სამედიცინო მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედება მნიშვნლოვნად ფარავენ ერთმანეთს, რადგან ორივე კონკრეტულ სომატურ სიმპტომებზე ან სიმპტომთა ნაკრებზე ფოკუსირდება. ამ სიმპტომების გამო, პაციენტი იმდენად მოჭარბებულად შფოთავს ან დისტრესს განიცდის, რომ ხელი ეშლება ფუნქციონირებაში, ან შფოთვა ან დისტრესი მხოლოდ ავადმყოფობის განვითარების შესაძლებლობაზე ფოკუსირდება, როგორც ეს ავადმყოფობის შფოთვის აშლილობის შემთხვევაში ხდება.