გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლიბერთისთან მემორანდუმი გააფორმა

13-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.


მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი პროგრამების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში დასაქმებული ადამიანებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას.


ხელისმოწერის ღონისძიებაზე ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ლიბერთის წარმომადგენლობას მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და სასკოლო პერსონალისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შეთავაზება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ლიბერთის ინიციატივა, რომელიც სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან ერთად პედაგოგებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასაც გულისხმობს.


თავის მხრივ, ლიბერთის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბერთისახალი სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. შესაბამისად, ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პროცესში. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა და მასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15 დეკემბრიდან იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930