გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშლმა, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.


შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.


სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები, მერმა მოისმინა ინფორმაცია ქალაქში საახალწლო სამზადისთან და ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.


სერგო ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი.


მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადრებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომელიც წლის ბოლომდე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, რომ შედეგიანად ჩატარებული მიმდინარე სამუშაო წელი, წარმატებულად დასრულდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031