8-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, თუკი ეკა ბესელია საგამოძიებო კომისიის წევრი იქნება, კომისიასთან თავად არ ითანამშრომლებს.
სარალიძემ საქმიდან ბესელიას აცილება მოითხოვა.
„ეკა ბესელია საუბრობს, რომ ჩემ უკან პოლიტიკური ფიგურები დგანან. მოდი შევაბრუნოთ, მე რომ დედა შევაგინო ბესელიას და მერე ბოდიში მოვუხადო, მე არ გამითვალისწინებია კონკრეტულად შენზე შეგინება-მეთქი, იგივე ფაქტორია.
ადამიანი მადანაშაულებს, რომ თითქოს პოლიტიკა არის ჩემ უკან. ეკა ბესელიას ვუცხადებ უნდობლობას. დანარჩენი კომისიის წევრების მიმართ კი ნდობით ვარ განწყობილი. ეს ხალხი აუცილებალდ მიაღწევს მიზანს, გამოიძიებს, ვინ მფარველობდა ამ გამოძიებას და ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, საგამოძიებო კომისიაში იმ პირებსაც გამოკითხავენ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე საერთოდ არ დაკითხულა.
„აბსულუტურად ყველა ინფორმაცია, რაც ჩემს ხელთ იყო, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციები მივაწოდე - ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. ისეთი პირებიც არიან, რომლებიც დაკითხულები არ არიან. კომისია ამ პირებს აუცილებლად გაესაუბრება“- განაცხადა სარალიძემ.