გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ რენეს საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

13-12-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.


ამჟამად მიმდინარეობს შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები.


8 სოფელს 30 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ქონდა. მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ, რაც გარკვეულ სირთუულებთან იყო დაკავშირებული.


ზემო რენეს საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაგანაც 3 გამყოფი ზოლისპირაა, ხოლო 4 მაღალმთიანი.


საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია.


პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.


"დასრულებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად იქნება დაქვემდებარებული, ასევე აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და გასართობი საშუალებებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია - მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბავშვები განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, ამისათვის კი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სულ მალე პატარები ახალ მოსახლეობას იზეიმებენ" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30