გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
(+18) "ნაციონალების" შტატიანი „გამაუპატიურებლის“ აღიარება, რომელიც კაცების გაუპატიურებაში გასამრჯელოდ 20-დან 35 ლარამდე თანხას იღებდა

10-06-2018

გაფრთხილებთ, რომ მასალა ძალიან მძიმე წასაკითხია და შესაბამისი ჯანმრთელობის არმქონე პირებს, ვურჩევთ მასალის წაკითხვისგან თავი შეიკავონ!!!


ახალი, შოკისმომგვრელი მასალები სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ ბუნაგებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ე.წ. „კასრების საქმეზე" განაჩენი გამოაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ.-ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.


თ.უ.-ს გარდა, ე.წ. „კასრების საქმეზე“, გამოძიებამ გურამ ჭითანავა, გოჩა შონია, პაატა ქირია, გიორგი ბულია, რუსლან შამახია, კობა თოდუა, მარლეს ხვიტია, ირაკლი ახალაია და დავით ჩაგინავა დააკავა. ხოლო მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ძებნილად გამოაცხადა.


საუბარია 10 თვის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, აღმოჩენილ 8 ცალ პოლიეთილენის კასრზე, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნი, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან ამოჭრილი დოკუმენტები, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეო ფირი აღმოჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შსს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე დაიწყო. როდესაც გამოძიების მიერ კასრში ნაპოვნი ორი ვიდეოფირის DVD-ღ დისკზე „კოპირება" და მასალის დათვალიერება მოხდა, აღმოჩნდა, რომ მათზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახდინა და ისინი დააკავა. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე ორ ნაწილად გაიყო. საიდან აღმოჩნდა კასრებში ცეცხლსასროლი იარაღები, ყუმბარმტყორცნები და ნარკოტიკულ საშუალებები. ამასთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე გრძელდება.


ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმეში არსებული საბუთებითა და ბრალდებულების ჩვენებით ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა სახლებში აწამებდნენ მათ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.

საქმის მასალებში, ე.წ. „გამქათმებელი" თ.უ. დეტალურად ჰყვება, როგორ მიიყვანეს ის „სამართალდამცავებმა“ მიწისქვეშა სახლში. „პოლიციელებმა“ ე.წ. „გამქათმებელ“ თ.უ.-ს, უკანონოდ დაპატიმრებული დ.ძ-ს გაუპატიურებისთვის 20 ლარი გადაუხადეს, ხოლო ზ.ა.-სთან სქესობრივი კავშირისთვის - 35 ლარი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ძ.-ს უკანონოდ დაკავება და მასზე ძალადობა 2011 წლის 28 მაისს, ხოლო ზ.ა.-ს უკანონოდ დაკავება და მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის ფაქტი 2011 წლის 2 აგვისტოს მოხდა.


საქმეში არსებული თ.უ.-ს ჩვენებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ და ამასთან გაფრთხილებთ, რომ მასალა ძალიან მძიმე წასაკითხია და შესაბამისი ჯანმრთელობის არმქონე პირებს, ვურჩევთ მასალის წაკითხვისგან თავი შეიკავონ:


„2009 წელს, ზაფხულის დასაწყისში, ქალაქ ზუგდიდში მომიხდა ჩხუბი, ჩემთვის უცხო პიროვნებებთან. რა დროსაც ზუგდიდის პოლიციამ დამაკავა და ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს და 10 დღით პატიმრობა და ჯარიმა 100 ლარი მომისაჯეს. ჩემი საქმის წარმოების დროს გავიცანი გამომძიებელი გელა ფეტელავა. რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. კერძოდ, სხვადასხვა ინფორმაციის მოტანა დამნაშავე პირებზე. ამაზე მე მას ვუთხარი უარი. რის შემდეგაც მან შემიყვანა თავის უფროსთან კოხტა კოდუასთან, მისსავე სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის შენობაში. კოხტა კოდუას ამ შეხვედრამდე არ ვიცნობდი. კოხტა კოდუამ მითხრა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი პოლიციასთან უარესი დამემართებოდა. ანუ დამემუქრა დაჭერით. მე შემეშინდა და თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ, კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა საკუთარ დასთან. ამ პიროვნებას ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებსო. ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და „გააქათამო“ ანუ გააუპატიუროო. მე მას დავთანხმდი“ - აცხადებს თ.უ.
თ.უ.-ს ჩვენების მიხედვითვე, გელა ფეტელავასა და კოხტა კოდუასთან შეხვედრიდან ექვსი თვის შემდეგ, მისთვის ორმა უცხო პიროვნებამ სახლში მიაკითხა და უთხრა, რომ ფეტელავას გამოგზავნილები იყვნენ. თ.უ.-მ გამომძიებელ გელა ფეტელავას თვითონვე დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


„იმ საღამოს მე მივედი გელა ფეტელავასთან სამსახურში, მის კაბინეტში. მან მითხრა, რომ მე ვჭირდებოდი მის უფროსს კოხტა კოდუას და რასაც კოხტა მეტყოდა, ის უნდა გამეკეთებინა, თუ არა და ისევ ციხეში დაგაბრუნებთო. რის გამოც მე მას დავთანხმდი. ამის შემდეგ, შემიყვანა კოხტა კოდუას კაბინეტში, რომელმაც გელა ფეტელავას თანდასწრებით, მითხრა, რომ წამიყვანდნენ ერთ ადგილას, სადაც დამახვედრებდნენ ერთ კაცს, რომელიც მე უნდა გამეუპატიურებინა. ამიხსნა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელსაც მის დასთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი, რაზეც ზემოთ მოგახსენებთ. ამის შემდეგ, გელა ფეტელავამ ჩამსვა „მერსედესის“ მარკის მანქანაში (ნომერი არ მახსოვს) უკანა სავარძელზე, მანქანის საჭესთან თავად გელა დაჯდა. ჩემს გვერდით უკვე იჯდა პოლიციელი ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომლის სახელი და გვარიც შევეცდები აღვიდგინო მეხსიერებაში დაკითხვის პროცესში. ჩვენ ზუგდიდის ცენტრში დაგვხვდა მეორე მანქანა (მოდელი და სანომრე ნიშანი არ მახსოვს), საიდანაც გადმოვიდა იმ დროისათვის ჩემთვის უცნობი მაღალი სუსტი პიროვნება, რომელიც ჩაჯდა ჩვენი მანქანის წინა სავარძელზე და გამეცნო, როგორც ირაკლი ახალაია. ამის შემდეგ, ჩვენ გავცდით ზუგდიდს, ზუგდიდის გასასვლელში მათ ამიხვიეს თვალები და წამიყვანეს ჩემთვის უცნობი მიმართულებით. მაგრამ, მათი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მივდიოდით ანაკლიის მიმართულებით. გზაში მძღოლის გვერდით მჯდომი ირაკლი ახალაია და ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რაღაც თანხის აღებასთან დაკავშირებით და ირაკლი ახალაიამ უთხრა ჩემზე მას, რომ მეც რაღაც თანხას მომიგდებდნენ. მათ ჩემთვის გაურკვეველ ადგილას გააჩერეს მანქანა, გადმომიყვანეს თვალებახვეული და ჩამიყვანეს სადღაც მიწურში. იქ თვალებზე ნაჭერი მომხსნეს და შევამჩნიე, რომ სარდაფივით ოთახში ვიყავი და მითხრეს, რომ მომიყვანდნენ იმ კაცს, რომელიც უნდა გამეუპატიურებინა. ამ ოთახში ჩვენ, - მე, გელა ფეტელავა, ირაკლი ახალაია და კიდევ მესამე პოლიციელი ველოდებოდით აღნიშნულ პირს. რამდენიმე ხანში მათ მოაკითხა ვიღაც სამმა პირმა, რომელთა სახეები არ მინახავს, მაგრამ მესმოდა მათ საუბარი. ისინი ეუბნებოდნენ გელას, რომ დღეს არ გამოვა არაფერიო. ისინი წავიდნენ, მათ გელაც გაჰყვა. მე კი გამოვყევი ირაკლი ახალაიას და მეორე პოლიციელს ისევ თვალახვეულ მდგომარეობაში.


2011 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ვიმყოფებოდი სახლში, იქნებოდა უკვე შებინდებული, როდესაც გავიგონე ავტომანქანის დასიგნალების ხმა. გამოვედი გარეთ, სადაც დამხვდა, თუ სწორად მახსოვს, პიკაპის ტიპის მანქანა (ნომერი არ ვიცი), რომლის საჭესთან იჯდა ირაკლი ახალაია. ეს ის ახალგაზრდა კაცია, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. მას გვერდით ეჯდა საშუალო სიმაღლის, მსხვილი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი. მათ მითხრეს, რომ გელა ფეტელავა გიბარებსო. მე ჩავჯექი მათ მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის პოლიციის შენობაში. იქ, მეორე სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში შევხვდი გელა ფეტელავასა და კოხტა კოდუას. გელა ფეტელავამ მითხრა, რომ კოხტა კოდუა რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთოო. შემდეგ თვითონ გავიდა ოთახიდან და კოდუასთან პირისპირ დამტოვა. ამის შემდეგ, კოხტამ მითხრა, გასაუპატიურებელია ერთი კაციო, წაგიყვან წინანდელ ადგილზე, სადაც დაგახვედრებთ იმ პირს და თუ არ გააუპატიურებ, დაგიჭერო და თან შემაგინა. მე შემეშინდა და დავთანხმდი.


ამის შემდეგ, მე და გელა ფეტელავა ჩავედით ეზოში. მან ჩამსვა „მერსედესის" მარკის მანქანაში უკანა სავარძელზე, საჭესთან თვითონ გელა ფეტელავა დაჯდა. მას გვერდით დაუჯდა ირაკლი ახალაია, ხოლო ჩემს გვერდზე კვლავ ის მსხვილი აღნაგობის პოლიციელი დაჯდა, რომელიც, როგორც ახლა გამახსენდა, არის ნუკრი ლაგვილავა.... ჩვენ მანქანით მივედით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე, სადაც მათ გადამსვეს სხვა, შავი ფერის მანქანაში (მარკა და ნომერი არ მახსოვს). ნუკრი ლაგვილავამ საბარგულიდან ნაქსოვი „მატერიის“ ნიღაბი ამოიღო, შეატრიალა და თავზე ჩამომაცვა, რომ არაფერი დამენახა და ამასთან, უკანა სავარძელზე ჩამაწვინა. გზაში ხმით ვიცანი, რომ ნუკრი ლაგვილავა დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით, ხოლო საჭესთან კონკრეტულად ვინ იჯდა, არ დამინახავს. მათ მიმიყვანეს იმავე „ბუნკერთან" სადაც ვიყავი წინათ (რაზეც მოგახსენეთ) და დაახლოებით ერთ საათი გამაჩერეს მანქანაში. ამ პერიოდში ხმით გავიგე, რომ მოვიდა მეორე მანქანა, საიდანაც ვიღაცა გინებით გადმოათრიეს და როგორც ჩანდა, ჩაიყვანეს ბუნკერში. ამის შემდეგ გავიგონე გელა ფეტელავას ხმა, რომელმაც უთხრა დანარჩენებს, რომ აწი თქვენ იცით ბიჭებო, მე საქმეზე უნდა წავიდეო. ამის შემდეგ, ჩემთან მყოფმა მძღოლმა და ნუკრი ლაგვილავამ ჩამოიყვანეს ბუნკერში, სადაც ნიღაბი მომიტრიალეს და ამოჭრილი ადგილებიდან შევძელი იქაურობის დანახვა. ბუნკერში დაახლოებით ოთხი ან ხუთი პირი დამხვდა შავ ტანსაცმელში ჩაცმულნი, რომლებსაც სახეზე ნიღაბი ეკეთათ. ერთ მამაკაცს ეკავა ვიდეო გადამღები აპარატი, მეორეს - „კალაშნიკოვის“ ავტომატი „აკს-უ“, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეკავათ. ბუნკერის შუაში იდგა მაგიდა, რომელზედაც მუცლით ქვემოთ გადაწვენილი იყო ჩემთვის უცნობი მამაკაცი. მას ხელები ჰქონდა დაბმული „სკოტჩით“ და ფეხებიც „სკოტჩით“ ჰქონდა მიკრული მაგიდის ფეხებზე. ნუკრი ლაგვილავამ, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მითხრა: გაიხადე ტანსაცმელი, მიდი ახლა და გააუპატიურეო. მე იძულებული გავხდი ტანთ გამეხადა, მიუახლოვდი ჩემთვის უცნობ პირს, უკანა ტანიდან მივადე სასქესო ორგანო და გავაკეთე იმიტაცია, ვითომ ვამყარებდი სქესობრივ კავშირს. რეალურად არ შემიყვანია ჩემი სასქესო ორგანო მის სწორ ნაწლავში. მამაკაცებს ეჭვი შეეპარათ, რომ მე ვერ შევძელი სქესობრივი კავშირის დამყარება. ამიტომ, ისევ მიბრძანეს ჩაცმა, რის შემდეგაც, სახეზე ჩამომაცვეს ნიღაბი, გამომიყვანეს გარეთ, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის ცენტრში. როგორც ხმით გავიგე, მანქანას მართავდა ნუკრი ლაგვილავა, ხოლო მის გვერდით იჯდა ირაკლი ახალაია. ზუგდიდის ცენტრში, მანქანიდან გადავიდა ირაკლი ახალაია და როცა დაბრუნდა თქვა, რომ აფთიაქში იყიდა წამალი „ვიაგრა“. ამის შემდეგ, გზაში დამალევინეს ერთი „ტაბლეტი,“ როგორც მათგან ვიცი „ვიაგრა“ და დამაბრუნეს ბუნკერში, სადაც შემოვიდნენ ირაკლი ახალაია და ნუკრი ლაგვილავა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა (რომელიც არ ვიცი ვინ იყო) კვლავ მიბრძანა, გაიხადე და დაამყარე სექსუალური კავშირიო. მე დავემორჩილე, გავიხადე და ჩემი სასქესო ორგანო მივადე უკანა ტანიდან სწორ ნაწლავთან და კვლავ იმიტაცია გავაკეთე, ვითომ მასთან სქესობრივ კავშირს ვამყარებდი. ამის შემდეგ გადმოაბრუნეს გულაღმა და მითხრეს, რომ ზემოდან დავმჯდარიყავი და დამემყარებინა სქესობრივი კავშირი პირის ღრუში. მე დავაჯექი მამაკაცს გულმკერდზე, მათ წამოუწიეს მას თავი და ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემთვის სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამაკაცის პირის ღრუში. რის შემდეგაც მე სასქესო ორგანოს ვადებდი მამაკაცს სახეზე და ტუჩებზე, თუმცა ის გვიძალიანდებოდა და ვერ ვახერხებდი მის პირის ღრუში მოთავსებას. ამის მერე მე ჩავიცვი ტანსაცმელი, რის შემდეგაც მამაკაცებმა დაბმული აუშვეს და მე მესმოდა როცა ეუბნებოდნენ, რომ თუ იგი არ დაემორჩილებოდა, ამ ჩანაწერს გაავრცელებდნენ ინტერნეტის საშუალებით. ამ დროს დავინახე, რომ ორმა პიროვნებამ კონკრეტულად კი, კამერა რომელსაც ეჭირა და კიდევ სხვამ, მოიხსნეს ნიღბები. შემდეგ კვლავ შეატრიალეს ჩემს თავზე ნიღაბი, რომ არაფერი დამენახა; ამიტომ, კარგად ვერ გავარჩიე მათი სახეები. ლაგვილავამ ხელმოკიდებულმა გამომიყვანა ბუნკერიდან, ჩამსვა იმავე მანქანაში და წამომიყვანეს ზუგდიდში პოლიციის შენობასთან, სადაც ჩამოვედი.... მეორე დღეს შევხვდი მე-2 საშუალო სკოლასთან გელა ფეტელავას, სადაც გადმომცა მან 20 ლარი და შემპირდა, რომ როცა რაღაც საქმე გაიხსნებოდა, კიდევ რაღაც თანხას გადმომცემდა“ - ნათქვამია ჩვენებაში.

თ.უ.-ს ჩვენების მიხედვითვე, ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში, იგი ავარიაში მოჰყვა. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სიარული არ შეეძლო. ამ დროს სახლში ორმა ადამიანმა, პოლიციის თანამშრომელმა, ირაკლი ახალაიამ და მისთვის უცნობმა წითურმა მამაკაცმა მიაკითხა, რომლებმაც კვლავ გელა ფეტელავასთან წაყოლა უბრძანეს.


„2011 წლის ივლისში მოვხვდი ავტოავარიაში და მოვიტეხე მარჯვენა ფეხი, რომელიც მქონდა თაბაშირში და სახლში ვმკურნალობდი. აგვისტოს პირველ რიცხვებში, საღამო ხანს, პიკაპის ტიპის მანქანით ჩემთან სახლში მომაკითხეს ირაკლი ახალაიამ (რომელიც საჭესთან იჯდა) და წითურმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც მრგვალი პირისახე ჰქონდა და ეროვნებით რუსს წააგავდა, თუმცა ქართველი იყო. მათ მითხრეს, რომ გელა ფეტელავასთან უნდა წავიდეთ, მისმა უფროსმა კოხტამ რომ დაგავალა, ის საქმე უნდა გავაკეთოთო. მე მივხვდი, რომ ისინი გულისხმობდნენ ჩემი მხრიდან ვიღაცის გაუპატიურებას. მე მათ უარი უთხარი, რადგან ფეხი მქონდა მოტეხილი და ვერ შევძლებდი გადაადგილებას. მათ მითხრეს, რომ ყავარჯნებს მოგიტანთო. მაგრამ, მე მაინც უარი ვუთხარი. ისინი წავიდნენ და რამდენიმე ხანში კვლავ დაბრუნდნენ უკან, ამჯერად მათ ახლდა ნუკრი ლაგვილავა. მათ მომიტანეს ორ ცალი ყავარჯენი და მაიძულეს, რომ წავსულიყავი მათთან ერთად. მათი დახმარებით ჩავჯექი მანქანაში, რის შემდეგაც მათ მიმიყვანეს პოლიციაში. მეორე სართულიდან გადმოიხედა გელა ფეტელავამ და თხოვა ნუკრი ლაგვილავას და ირაკლი ახალაიას ასულიყვნენ მასთან. მე ზევით არ ავსულვარ. რამდენიმე ხანში ლაგვილავა და ახალაია ჩამოვიდნენ ეზოში. რა თემაზე ილაპარაკეს მათ კოხტა კოდუასთან ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა მანქანით, ნიღბის გარეშე წამიყვანეს წალენჯიხის გზით სოფელ ბაშის საპირისპირო მხარეს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ჩვენ მივედით ტყეში, ხის კოტეჯთან, რომელსაც გადაფარულებული ჰქონდა ე.წ. სამხედრო „კამუფლიაჟი“. ამ დროს, მახსოვს, რომ წვიმიანი ამინდი იყო. მე მანქანაში დავრჩი, ხოლო მანქანიდან გადავიდნენ ლაგვილავა, ახალაია და წითური მამაკაცი, რომლებიც შევიდნენ კოტეჯში. მალევე მანქანიდან დავინახე, რომ დასახელებული კოტეჯიდან, თუ არ ვცდები, ორმა გამოიყვანეს ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი. ნიღბიანი პირები ეკითხებოდნენ მას, სად წაიღო ბომბები, რაზეც უცნობი პირი პასუხობდა, რომ წყალში გადავყარეო. ამის შემდეგ, ნიღბიანმა მამაკაცებმა ლაგვილავამ, ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა, შიშველი მამაკაცი მუცლით ქვევით გადააწვინეს რაღაც საგანზე, სავარაუდოდ ხის მაგიდაზე. დაუბეს ფეხები და ხელები და დამიძახეს მე, რომ გამეუპატიურებინა უკანა ტანიდან დაბმული მამაკაცი. მე მივედი შიშველ მამაკაცთან უკანა მხრიდან და მასთან დავამყარე სქესობრივი კავშირი უკანა ტანიდან. ამ პროცესს იღებდა, თუ სწორად მახსოვს ან ლაგვილავა ან წითური მამაკაცი ვიდეოკამერით. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა ჩამსვეს კვლავ მანქანაში და მიმიყვანეს სახლთან, სადაც ნუკრი ლაგვილავამ გადმომცა 35 ლარი“ - ნათქვამია ჩვენებაში.

საქმეში არსებული „დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ“, რომელიც 2013 წლის 16 სექტემბრით არის დათარიღებული, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ, სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავას, შსს თანამშრომლების კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავასთან ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა.


„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირებისგან, შეიქმნა სტრუქტურული ფორმის მქონე მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი, კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებებით დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა იყო. ასევე, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება. ჯგუფს უშუალოდ მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას ორგანიზებას უწევდა და წევრებს შორის როლებს ანაწილებდა“-ნათქვამია ბრალდებაში.


ბრალდების მიხედვითვე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ასევე ბრალი ედებათ დ.ძ.-ს და ზ.ა.-ს უკანონოდ დაკავებაში, რომლებიც საგანგებოდ გაკეთებულ მიწისქვეშა სახლში მიჰყავდათ. ისინი დაკავებულებისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩადენაში მონაწილეობის აღიარებას ითხოვდნენ.


„მეგის ქარდავამ, კობა თოდუამ, დავით ჩაგინავამ და კოხტა კოდუამ, ჯგუფურად წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად, დ.ძ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. კერძოდ, კობა თოდუა მას პისტოლეტის ტარს ურტყამდა ტანის არეში. აფურთხებდა და მოკვლით ემუქრებოდა. დავით ჩაგინავა ხელკეტით სცემდა. მეგის ქარდავა „ელექროშოკით" დენს არტყამდა და ამასთან, ურტყამდა ფეხებს, ხოლო კოხტა კოდუა, პლასტმასის ბოთლს ადებდა უკანა ტანში და გაუპატიურებით ემუქრებოდა. ამან დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალურ ტანჯვა გამოიწვია. მას შემდეგ რაც ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება და ინფორმაცია, დ.ძ.-სათვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების მიზნით, სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ჩასადენად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეგის ქარდავას, კობა თოდუას და კოხტა კოდუას დავალებით დავით ჩაგინავამ მიწურში მოიყვანა თ.უ. რომელსაც დაავალეს თავისუფლება აღკვეთილი დ.ძ.-ს გაუპატიურება. რის შემდეგაც მეგის ქარდავამ, კობა თოდუამ, კოხტა კოდუამ და დავით ჩაგინავამ იგი გააშიშვლეს, მოძრაობის საშუალების შეზღუდვის მიზნით, დააბეს მიწურში მდგარ მაგიდაზე და თ.უ.-ს მისცეს საშუალება განსაკუთრებული სისასტიკით, დ.ძ.-სთან უკანა ტანში სწორი ნაწლავიდან და პირის ღრუში გაუკუღმართებული ფორმით დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი. ყოველივეს კი კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ვიდეო კამერის მეშვეობით მონაცვლეობით იღებდნენ“ - აღნიშნულია ბრალდებაში.


მოსამართლემ, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, მას 3 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.


სასამართლომ მეგის ქარდავას ბიძაშვილს, დავით ჩაგინავას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი-გამომძიებელი იყო, აგრეთვე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აუკრძალა. სასამართლომ დამნაშავედ სცნო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუაც, რომელმაც დ.ძ. პოლიეთილენის ბოთლით გააუპატიურა. მას სასჯელის ზომად 9 წელი განესაზღვრა. კოდუას, ისევე როგორც ქარდავასა და ჩაგინავას, 3 წლით საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალა.


მოსამართლემ ასევე დამნაშავედ სცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსი კობა თოდუა და მას 9 წლით პატიმრობა შეუფარდა. მასაც, როგორც ზემოთ ხსენებულ პირებს, 3 წლით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალა.


თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გიორგი ბულიას კი 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. ირაკლი ახალაიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, 2 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, სასამართლომ, პაატა ქირიას, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია, - 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


მოსამართლემ, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელს გურამ ჭითანავას, რომელიც 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტს სხვადასხვა დროს ვიდეოკამერით იღებდა, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თ.უ.-ს კი, რომელმაც 2 მამაკაცი გააუპატიურა, სანაცვლოდ კი 55 ლარი აიღო, - სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


სასამართლომ ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია უდანაშაულოდ სცნო და იგი დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ამასთან, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს, ორი ბრალდებულის საქმე გამოეყო და თებერვლის თვეში, მათთან დაკავშირებით პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. გოჩა შონიასა და მარლეს ხვიტიას სასამართლომ 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.


წყარო: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930