გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ 10 რადიოს ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელ

16-12-2021

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ათ რადიომაუწყებელს, მათ შორის „რადიოკომპანია მწვანე ტალღას", „რადიო პალიტრას", „ტელერადიოკომპანია რიონს", „არტ რადიოს", „რადიო იმედს" „ასოციაცია ათინათს", „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს", „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას", „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს" და „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს", კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდათ. აღნიშნული რადიომაუწყებლების ლიცენზიებს მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელებს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდათ.


„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში 2021 წლის ნოემბერში, კომუნიკაციების კომისიის, მთავრობისა და რადიომაუწყებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიდა. შეგახსენებთ, რომ რადიომაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიას და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მომხდარიყო რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის მოქმედების უსასყიდლოდ გაგრძელება, ხოლო მეორეს მხრივ, ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რადიო მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, კომუნიკაციების კომისიამ, მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა რადიომაუწყებლების თხოვნა. საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ.


აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და კომუნიკაციების კომისია ყველა იმ რადიომაუწყებელს, რომელთა ლიცენზიებსაც ერთხელ უკვე გაგრძელებული ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების პერიოდს უფასოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031