გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება

16-12-2021

დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.


„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys') შეფასებით საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ საქართველო მდგრადია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დაგვარტყა, მაკროეკონომიკურად სტაბილურები ვართ და შექმნილია ბიზნესისთვის მშვიდობიანი განვითარების პირობები" - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან მიზანს საინვესტიციო დონის შესაბამისი სუვერენული რეიტინგის მიღწევა (ე.წ. investment grade) წარმოადგენს, რაც ინვესტორებს სტაბილური განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ გარანტიებს შეუქმნის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930