გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერმა შოთა რეხვიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა

17-12-2021

ყოფილ დეპუტატს, ბოლნისის კოლორიტსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეს, შოთა რეხვიაშვილს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა.


საპატიო მოქალაქის ჯილდო შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

შოთა რეხვიაშვილი, კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. 2013 წელს ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს. 2019 წლიდან დღემდე კი შოთა რეხვიაშვილი მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეა.


„75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის კოლორიტ შოთა რეხვიაშვილს, ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადავეცით. ბატონ შოთას ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის დღემდე აქტიური მოქალაქეა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის აფასებს მუნიციპალიტეტის გამორჩეულ მოქალაქეებს და ბატონი შოთასთვის საპატიო მოქალაქის ჯილდოს გადაცემა ამის ნათელი დასტურია. ვიმედოვნებ, შოთა რეხვიაშვილი კვლავ აქტიურად გააგრძელოებს საზოგადეობრივ საქმიანობას და ამით მაგალითს მისცემს ჩვენს ახალ თაობას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930