გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

17-12-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ პირველი შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, იაროსლავ ნადთან გამართა. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში საზეიმო დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.


ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვაკეთის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონცეფციის იმპლემენტაციის კუთხით.


სლოვაკეთში ვიზიტის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე შეხვდება საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრსა და ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31