10-06-2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ პროფესორ რამაზ ქურდაძის წიგნის - „ქართულიენა 1. ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი განკუთვნილია ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის და მასში წარმოდგენილია 15 გაკვეთილი: ქართული ანბანი და გოგებაშვილის პრინციპების მიხედვითდა 65 სავარჯიშო. პროფესორმა რამაზ ქურდაძემ კურსი შეადგინა აშშ-ში, ჰოლანდიასა და გერმანიაში წაკითხული ლექციების მიხედვით.
ღონისძიება 12:00 საათზე გაიმართება.