11-06-2018
საგარეჯოს რაიონის, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ავარიის დროს დაშავდა ასევე 6 მგზავრი, მათ შორის 7 წლის გოგონა.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში, მოზარდი გოგონა კი თბილისში გადაიყვანეს.
„გარდაცვლილი ერთია. მგზავრები დამტვრეულები არიან. ერთ მანქანაში მძღოლის ბავშვი იჯდა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. მეორე მანქანაში, ტაქსიში იჯდა 4 მგზავრი, რომელთაგან 2 მოდიოდა განათლების სამინისტროდან, გამოცდებთან დაკავშირებით“- განაცხადა სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარემ.