23-12-2021
„სიმართლეს ვერავინ გაექცევა და დღეს უკვე კოალიცია შემდგარი ფაქტია. როგორც ჩანს აქტიური თანამშრომლობა სხვა საკრებულოებშიც გაგრძელდება“- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას არჩევას.
„არის, ასრულდა ასიათასობით ამომრჩევლის ნება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიას და ,,ნაციონალურ მოძრაობას" შორის კოალიცია გაფორმებულია. ყოჩაღ გიორგი გახარია, ზუსტად ასე დაუნდობლად და უკომპრომისოდ უნდა ებრძოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას". ,,ქართული ოცნება" მათ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მოკავშირეობაზე მუდმივად საუბრობდა, რასაც ორივე პარტია ასევე მუდმივად უარყოფდა, თუმცა სიმართლეს ვერავინ გაექცევა და დღეს უკვე კოალიცია შემდგარი ფაქტია. როგორც ჩანს აქტიური თანამშრომლობა სხვა საკრებულოებშიც გაგრძელდება“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024