24-12-2021
‘’გადაწყვეტილების მიმღები, თავისთავად ცხადია, გახლდათ სააკაშვილი, მას თავისი სტილი გააჩნდა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის ის მომენტალურად პოულობდა და იბარებდა, ამა თუ იმ უწყების წარმომადგენელს, მაგრამ ეს დაბარებები ყველაზე საინტერესოა, რომ ღამის 3-4 საათზე, გამთენიისას ხდებოდა, როდესაც ნორმალურ ადამიანს უნდა ეძინოს.’’ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, დაბარებები ხშირად ემსახურებოდა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს უბრალოდ არ ეძინებოდა. შემდგომ, როდესაც მიიღებდა აბებს, ან სკამზე, ან მანქანაში ეძინა.
,,დაბარების შემდეგ ხდებოდა გამოკითხვა და შესაძლოა, ეს დაბარება ყოფილიყო იმის გამო, რომ მას არ ეძინებოდა. ვისაც უნდა გამაკრიტიკოს და თქვას, რომ რას იგონებს, კარგად ჩაიხედონ თავიანთ გულებში და გაიხსენონ ეს მომენტები, თუ როგორ და რანაირად ხდებოდა, ისევ მისი გუნდის წევრებს ვგულისხმობ.
შემდგომ, როდესაც მოილევდა ამ ღამეულ შეხვედრებს, მიიღებდა შესაბამის წამლებს და ხშირად მანქანაში, ან სკამზე ეძინა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო. აქ მე იმას არ ვამტკიცებ, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად ნორმალურია, თავისთავად მას ჰქონდა თავისებური უჩვეულო გამოხტომები და ამას არ სჭირდება დიდი კვლევები, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ და უბრალოდ ახსოვს მისი პრეზიდენტობის პერიოდი, ან როგორ დადიოდა, ან როგორ არანორმალურად იკვებებოდა.’’ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ - ში.
16-11-2024
16-11-2024