გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: გადავდგები, თუ ამას მმართველი პარტია მეტყვის

11-06-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თანამდებობიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ამას მმართველი გუნდი ეტყვის.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, ცდილობენ ქვეყანაში მათთვის სასურველი რეფორმები გატარდეს.

„თუკი მმართველი პარტია მეტყვის, რომელიც სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, არის მთავრობის უფროსი, რომ მე უნდა წავიდე ჩემი თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, მე არც ხვეწნა დამჭირდება და არც ბევრი ყიჟინი, მაგრამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში გატარდეს მხოლოდ ის რეფორმები, რომლებიც მათ სურთ და ისე როგორც მათ სურთ, რა თქმა უნდა, მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, თუკი მათი გეგმა არის სხვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რადგან საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა დაიწყო და ამაში პრეზიდენტიც ჩაერთო, რომლის მთავარი ფუნქციაც სანამ კანდიდატად არ განუცხადებია თავისი თავი, არის ერთადერთი და უზენაესი - ხელი შეუწყოს სახელმწიფოს სტრუქტურების, მათ შორის ჩემის ნორმალურ ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე პოლიტიკურ პროცესთან და მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველი პარტია ან ჯაბანის პოზიციით გამოვა, ან - დამარცხებულის, პირიქით. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ სტაბილურობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები შედგეს ოქტომბერში და შემდეგ უკვე როცა მოუწევს კონსტიტუციით - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი“- განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031