28-12-2021
საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ორივე ლიდერთან და ეს არის შესაძლებლობა რეგიონში ახალი რეალობის შესაქმნელად.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი მედიატორობით მოხდა ეს ყველაფერი და შევქმენით პრეცედენტი ორ ჩვენს მეგობარ მეზობელ სახელმწიფო შორის. საქართველოც აღმოჩნდა, როგორც მეგობარი და მნიშვნლოვანი წვლილი შევიტანეთ მშვიდობასა და სტაბილურობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა სომხეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მე პირადად ამ პროცესში დიდი ძალისხმევა ჩავდე. მქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინინთან არაერთგზის და გავაცანი ეს ინიციატივა. საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ. მე მაქვს ძალიან კარგი, თბილი და სანდო ურთიერთობა ორივე ლიდერთან - პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. გვაქვს ძალიან გახსნილი, ძმური, მეგობრული ურთიერთობა, გახსნილი კომუნიკაცია და ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია რეგიონში ახალი რეალობის შესაქმნელად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები, რომელიც ორივე ლიდერისგან მომდინარეობს. ორივე ლიდერია დაინტერესებული, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ახალ ეტაპზე გადავიდეს მათი ურთიერთობებიც, რომ ვისაუბროთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე და ა. შ. და საბოლოო ჯამში, სამივე ქვეყანა თუ მოვახერხებთ ბევრი ასეთი წარმატების მაგალითების შექმნას, ეს სამივე ქვეყანას და რეგიონს წაადგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024