გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჯარო სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

28-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA)საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და ორგანიზაცია „თანადგომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო წერეთელმა მიიღეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, პროგრამის მასშტაბების გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ექიმის არსებობა სავალდებულო გახდება. მისი თქმით, ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები.


ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებმა. შემაჯამებელი შეხვედრის დასასრულს საპილოტე პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებსა და ექიმებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.


2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930