გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ კამპანიებს ატარებს

28-12-2021

შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტებული მიმართულებაა. პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.


ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.


ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიულ ტურებს განაგრძობს. პროექტის მიზანი გასტრო - ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.


საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ოპერატორები მონაწილეობენ.


2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და ასევე 4 გასტროტური - (96 მონაწილე). პრეს-ტურების შედეგად მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი. სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად მომზადდა შიდა ქართლისა და რაჭის 2 ვიდეორგოლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031