გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის 18-ე დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში

28-12-2021

რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის 18-ე დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, როგორ გაგრძელდება პროცესი.


„ამ შემთხვევაში და ზოგადად, ეს ყოველთვის ასეა, კონკრეტული მსჯავრდებულისთვის ან ბრალდებულისთვის. თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი ნომერ 18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში და ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ვრცელდება პენიტენციურ სამსახურში ყველა პატიმართან მიმართებაში და ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არავინ არ არის"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30