28-12-2021
ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ ვრცელდება მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი მხრიდან იქნება გარკვეულწილად სპეკულაცია, რომელშიც მე ბუნებრივია, ვერ შევალ და ამ საკითხზე უნდა ისაუბრონ დარგის სპეციალისტებმა, ეს იყო სიმულაცია, არ იყო თუ ა.შ. მე ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ. მე არ ვარ ექიმი, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შესაბამისად, გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ექიმების სასაუბრო" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
16-11-2024
16-11-2024